პოსტერის ავტორი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული სალომე ჯანაშვილი |
დედაენის (ქართული ენის) დღე 14 აპრილს 1990 წლიდან აღინიშნება. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების თაობაზე თბილისში 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. (ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ.)
როგორც ილია იტყოდა, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. ყველა ქართველის ვალია შეისწავლოს, დაიცვას და განამტკიცოს ისინი. გილოცავთ ამ დღეს.
გაცნობებთ, რომ ბლოგი გადაგზავნილია რესურსცენტრში.
გისურვებთ წარმატებას!
No comments:
Post a Comment