ანგარიში


  მასწავლებლის ანგარიში
               ქართული ენა ერთ-ერთი გამორჩეული  ფენომენია მსოფლიო ენათა სისტემაში. იგი ერთ-ერთი უძველესი და მრავლჭირნახული ენაა. ძალიან მნიშვნელოვანია,  ყველა ქართველს კარგად ჰქონდეს გააზრებული  მისი  მნიშვნელობა და დაცვისა და გაფრთხილების პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ  გადავწყვიტეთ  მონაწილეობის მიღება სამინისტროს მიერ გამოცხადებული  ბლოგების კონკურსში.
            თავდაპირველად  ჩამოვაყალიბეთ  პროექტის მიზნები, რომლებიც ესგ-ს სტანდარტს შევუსაბამეთ.  შემდეგ კი მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრეთ ამოცანები, ნაბიჯ-ნაბიჯ გავწერეთ ყველა აქტივობა და მონაწილეთა კონტიგენტი. (იხილეთ პროექტის გეგმა)   სამუშაო ჯგუფში გაერთიანდა სამი მოსწავლე, რადგან ასეთი იყო კონკურსის პირობა, მაგრამ მათ ღონისძიებების მომზადებაში  აიყოლიეს და ჩართეს  ყველა ასაკის მოსწავლე.   ვინაიდან  კონკურსის მოსამზადებლად  სულ ერთი თვე რჩებოდა, ჩვენ მოგვიხდა  გეგმის მოდიფიცირება,  გზადაგზა  ჩვენი   აქტივობები იცვლებოდა.
              მოსწავლეთა აქტივობას  ვაკვირდებოდით  ჰუმანიტარული კათედრის მასწავლებლები და ვცდილობდით  მხარდაჭერა აღმოგვეჩინა ორგანიზატორებისთვის ნებისმიერ სიტუაციაში. მონიტორინგის პროცესში ჩართული იყო დირექტორის მოადგილე ლია ნატროშვილი.
          ჩვენ გადავლახეთ უამრავი სირთულე: იძულებითმა არდადეგებმა  თავდაპირველად ქაოსი და იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ რამდენიმედღიანი  შეფერხების შემდეგ  გადავერთეთ დისტანციურ რეჟიმზე და უკვე თვითიზოლაციაში  მყოფმა მოსწავლეებმა დაუზარებლად შეასრულეს ყველა დავალება, რომლებსაც ვთხოვდით.
        საბოლოოდ, ბლოგი  მომზადდა, აქ კარგადაა ასახული ჩვენი სამუშაო პროცესი. მასალები დამუშავდა და აიტვირთა. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ექსტრემალურ სიტუაციაში  მუშაობის  უნარ-ჩვევები, ასევე დამოუკიდებლად პრობლემების მოგვარებისა და პასუხისმგებლობის  საკუთარ თავზე აღების უნარ-ჩვევები.   მოსწავლეთა ინტერესი  ქართული ენის შესწავლისა და  მოვლა-გაფრთხილებისა  გაიზარდა.

ქართულის მასწავლებელი მანანა   ყოჩიაშვილი.

No comments:

Post a Comment