Friday, March 27, 2020

ყურადღება!

             გაცნობებთ, რომ  სამუშაო ჯგუფთან უკვე თავი მოიყარა თითქმის ყველა ნამუშევარმა.   ისინი   დახარისხდა   და,   როგორც  შეფასების კრიტერიუმები ითვალისწინებდა, შეირჩა საუკეთესო ნაშრომები.  უახლოეს დღეებში ყველა მათგანი აიტვირთება ბლოგის შესაბამის განყოფილებაში.
            სამწუხაროდ, იძულებითი არდადეგების გამო ჩვენი გეგმებიც შეიცვალა, რამდენიმე სასკოლო ღონისძიება თუ პრეზენტაცია  გადაიდო.  გადაიდო აგრეთვე თემში გასვლა  და შემეცნებითი ღონიაძიებების ჩატარება.  ჩვენ მხოლოდ იმ აქტივობების განხორციელება მოგვიწევს, რომელთა ჩატარებაც  დისტანციურად შეიძლება.
          ასევე  დანიშნულ დროს ვერ განხორციელდა  სასკოლო კონფერენცია, სადაც უფროსკლასელებს რეფერატები და  Powerpoint-ში მომზადებული  პრეზენტაციები უნდა წარმოედგინათ.  ეს  ნამუშევრები  გადმოგვიგზავნეს და მასწავლებელთა მონიტორინგის  ჯგუფმა ვირტუალურად განიხილა.  მოსწავლეებს პირად შეტყობინებებში   ეცნობებათ კომისიის გადაწყვეტიელება  გამარჯვებული კონკურსანტების  შესახებ.  კონკურსების ბოლო  ტური  უშუალოდ 14 აპრილს გაიმართება. ნახატებს  და კალიგრაფიულ ნამუშევრებს, ასევე  14 აპრილზე  ჩაწერილ მოგონებებს მოსწავლეები გადმოაგზავნიან  იმავე დღეს,  14 აპრილს.
          გისურვებთ წარმატებას!

Thursday, March 19, 2020

მოსწავლეთა საყურადღებო!

            დღეს  გაიმართა ონლაინშეხვედრა კონკურსში მონაწილე  მოსწავლეებთან. შეჯამდა  შესრულებული სამუშაოები. გარდა ამისა, გუნდმა სკოლის მოსწავლეებს შესთავაზა,  ჩაიწერონ  ოჯახის წევრების ან ახლობლებისგან მოგონებები  14  აპრილზე:  რა იციან?  რა გაუგიათ ან უნახავთ მათ საკუთარი თვალით? ხომ არ არიან ამ დღის მონაწილენი?
         ნამუშევრების გამოგზავნის ვადაა  5 დღე.
         ნამუშევრები უნდა გადააგზავნონ  ვორდის ფაილით ან რვეულში ჩანაწერს გადაუღონ ფოტო და ისე გამოაგზავნონ.

ნამუშევრები  იხილეთ აქ.

Friday, March 13, 2020

ყურადღება!

              როგორც იცით, შექმნილი რთული მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 აპრილამდე.  შესაბამისად, გადაიწევს (ალბათ) კონკურსის ვადებიც. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ  დისტანციურ მუშაობას  და მასალების მომზადებას. ნამუშევრები გადმოაგზავნეთ სკოლის თვითმმართველობაში.
             გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday, March 10, 2020

ყურადღება!

           გაცნობებთ, რომ მასალები განხილვის პროცესშია, გთხოვთ, დააჩქაროთ ნამუშევრების გადმოგზავნა,  ვისაც ჯერ არ გადმოგიგზავნიათ.

Monday, March 9, 2020

ყურადღება!

მეხუთე-მეექვსე კლასის  მოსწავლეთა საყურადღებოდ!
          შეგახსენებთ, ნახატების წარდგენის ბოლო ვადაა 16 მარტი. ნამუშევრები წარადგინეთ სკოლის თვითმმართველობაში.

Sunday, March 8, 2020

ყურადღება!

                    კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეთა საყურადღებოდ!
   
            რეფერატები უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 14 მარტისა. კონფერენცია გაიმართება 18 მარტს, 2 საათზე.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკონფერენციო თემატიკას:
1. ენა და საზოგადოება
2. ენათა წარმოშობა
3. ენის დაცვა-1978 წლის სტუდენტური მანიფესტაციები
4. დავიცვათ სალიტერატურო  ენის ნორმები
5.  სლენგი

რეფერატების შეფასების კრიტერიუმები:
1. მოცულობა   2-3 გვერდი--------------------1 ქულა
2.მასალის ორგანიზება      ---------------------1. ქულა
3.დავალების  გააზრება    ---------------------2 ქულა
4.საკითხის ანალიზი         ---------------------3 ქულა
5.შემოქმედებითობა(ორიგინალურობა)---1 ქულა
6. სანდოობა (წყაროები)   ----------------------1 ქულა
7.მიზნის შესაბამისი დასკვნა-----------------1 ქულა

                                                      სულ                 10  ქულა


 გისურვებთ წარმატებებს!


Saturday, March 7, 2020

პირველი შეხვედრის რეფლექსია


           დღეს მოეწყო შეხვედრა მასწავლებელსა და ბლოგის სამუშაო ჯგუფს შორის. მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესრულებული სამუშაოს ,,შავი" მასალები,მონახაზები. განვიხილეთ კვლევის პირველადი მონაცემებიც. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება, უნდა გამოიკითხოს მშობელთა და თემის წარმომადგენელთა დარჩენილი  ნაწილიც.
           
გარდა ამისა, მოსწავლეები მუშაობდნენ საინფორმაციო ბროშურის მონახაზზე, ბროშურის საბოლოო ვერსია დღეს წარმოადგინეს.  ჯგუფმა განიხილა, მოიწონა და გადაწყდა, ამოიბეჭდოს და დარიგდეს  თემში.

მოსწავლეთა საყურადღებოდ!

             
            ექსტრემალური სიტუაციის გამო ნაადრევად გამოცხადებულმა არდადეგებმა გარკვეულწილად შეაფერხა ჩვენი მუშაობა, მაგრამ საკონკურსო სამზადისი მაინც გრძელდება. თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოიძიოთ და მოამზადოთ მასალა, რეფერატები, პრეზენტაციები, შემდეგ კი  გადმოაგზავნოთ მოსწავლეთა თვითმმართველობის ელექტრონულ ფოსტაზე.
         გისურვებთ წარმატებას!

         ამავე დროს გაცნობებთ, რომ ზემო მაჩხაანის საჯარო  სკოლაში გამოცხადდა კონკურსი: ,,ჩვენ ვწერთ ვეფხისტყაოსანს". კონკურსის პროგრამა იხილეთ მითითებულ ბმულზე.
         მასალა ასევე ხელმისაწვდომია სკოლის Facebook გვერდზე.

Friday, March 6, 2020

14 აპრილი ქართული ენის დღეა!

         მოგესალმებით!
         ქართულმა ენამ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ენათა კულტურაში. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო საუკუნეების განმავლობაში, მრავალჯერ იყო განადგურების,  გაქრობის საფრთხის წინაშე სხვადასხვა რჯულისა თუ ერთმორწმუნე დამპყრობლების ინტერესების გამო, მაგრამ ის ძალიან სიცოცხლისუნარიანი და ძლიერი აღმოჩნდა, დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი გახდა. ერთ-ერთი ბოლო განსაცდელის გადატანის შემდეგ კი მისი აღნიშვნის დღეც დაწესდა - 14 აპრილი.
           ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დამოკიდებულება აქვს მომავალ თაობას ქართულ კულტურასთან, კერძოდ,  ენასთან.   ჩვენს თანატოლებს  აქვთ კი გაცნობიერებული მისი უნიკალურობა, იციან ქართული ენისა და დამწერლობის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები, ესმით  ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს გზადაგზა და არიან მზად, იტვირთონ  ენის დაცვა და საფრთხეების აღმოფხვრა?  სწორედ ამ  პრობლემების განსახილველად დაიგეგმა ეს პროექტი.  პროექტს ვამზადებთ ჩვენ, მეათე კლასის მოსწავლეები: ლიზა მაძღარაშვილი, ჯაბა ჯამასპიშვილი, ალექსადრე ნასრაშვილი, ქართულის მასწავლებელ მანანა ყოჩიაშვილის დახმარებით და ჩვენი თანატოლების მონაწილეობით.
           დაწვრილებით  ინფორმაციას  გაგაცნობთ  თანმიმდევრულად.  თვალი  ადევნეთ  ჩვენს  ბლოგს.
              ბლოგი შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების N 266    24.02.2020 საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.