დღეს გაიმართა ონლაინშეხვედრა კონკურსში მონაწილე მოსწავლეებთან. შეჯამდა შესრულებული სამუშაოები. გარდა ამისა, გუნდმა სკოლის მოსწავლეებს შესთავაზა, ჩაიწერონ ოჯახის წევრების ან ახლობლებისგან მოგონებები 14 აპრილზე: რა იციან? რა გაუგიათ ან უნახავთ მათ საკუთარი თვალით? ხომ არ არიან ამ დღის მონაწილენი?
ნამუშევრების გამოგზავნის ვადაა 5 დღე.
ნამუშევრები უნდა გადააგზავნონ ვორდის ფაილით ან რვეულში ჩანაწერს გადაუღონ ფოტო და ისე გამოაგზავნონ.
ნამუშევრები იხილეთ აქ.
No comments:
Post a Comment