ქართულმა ენამ უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა
ადგილი მსოფლიო ენათა კულტურაში. მან მრავალ განსაცდელს გაუძლო საუკუნეების განმავლობაში,
მრავალჯერ იყო განადგურების, გაქრობის საფრთხის წინაშე სხვადასხვა რჯულისა თუ
ერთმორწმუნე დამპყრობლების ინტერესების გამო, მაგრამ ის ძალიან სიცოცხლისუნარიანი და
ძლიერი აღმოჩნდა, დაიხვეწა და უფრო სრულყოფილი გახდა. ერთ-ერთი ბოლო განსაცდელის გადატანის
შემდეგ კი მისი აღნიშვნის დღეც დაწესდა - 14 აპრილი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა დამოკიდებულება აქვს მომავალ თაობას ქართულ
კულტურასთან, კერძოდ, ენასთან. ჩვენს თანატოლებს აქვთ კი გაცნობიერებული
მისი უნიკალურობა, იციან ქართული ენისა და დამწერლობის ისტორია, მისი განვითარების
ეტაპები, ესმით ის საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს გზადაგზა და არიან
მზად, იტვირთონ ენის დაცვა და საფრთხეების აღმოფხვრა? სწორედ ამ
პრობლემების განსახილველად დაიგეგმა ეს პროექტი. პროექტს ვამზადებთ ჩვენ, მეათე კლასის მოსწავლეები: ლიზა მაძღარაშვილი, ჯაბა ჯამასპიშვილი, ალექსადრე ნასრაშვილი, ქართულის მასწავლებელ მანანა ყოჩიაშვილის დახმარებით და ჩვენი თანატოლების მონაწილეობით.
დაწვრილებით ინფორმაციას გაგაცნობთ
თანმიმდევრულად. თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს.
ბლოგი შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების N 266 24.02.2020 საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
No comments:
Post a Comment