Tuesday, April 14, 2020

ყურადღება!

პოსტერის ავტორი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული  სალომე ჯანაშვილი
დღეს 14 აპრილია!
             დედაენის (ქართული ენის) დღე  14 აპრილს  1990 წლიდან  აღინიშნება. კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის  ცვლილების თაობაზე  თბილისში 1978 წლის 14 აპრილს  სტუდენტური მანიფესტაციები  დაიწყო.  ცვლილებების მიხედვით, საქართველოში  ქართული ენის, როგორც  სახელმწიფო ენის,  სტატუსი უქმდებოდა.  მანიფესტაციების შედეგად,  ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. (ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ.)
           როგორც ილია იტყოდა,  სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. ყველა ქართველის ვალია შეისწავლოს, დაიცვას და განამტკიცოს ისინი.  გილოცავთ ამ დღეს.
          გაცნობებთ, რომ  ბლოგი  გადაგზავნილია რესურსცენტრში.
  გისურვებთ წარმატებას!




Friday, March 27, 2020

ყურადღება!

             გაცნობებთ, რომ  სამუშაო ჯგუფთან უკვე თავი მოიყარა თითქმის ყველა ნამუშევარმა.   ისინი   დახარისხდა   და,   როგორც  შეფასების კრიტერიუმები ითვალისწინებდა, შეირჩა საუკეთესო ნაშრომები.  უახლოეს დღეებში ყველა მათგანი აიტვირთება ბლოგის შესაბამის განყოფილებაში.
            სამწუხაროდ, იძულებითი არდადეგების გამო ჩვენი გეგმებიც შეიცვალა, რამდენიმე სასკოლო ღონისძიება თუ პრეზენტაცია  გადაიდო.  გადაიდო აგრეთვე თემში გასვლა  და შემეცნებითი ღონიაძიებების ჩატარება.  ჩვენ მხოლოდ იმ აქტივობების განხორციელება მოგვიწევს, რომელთა ჩატარებაც  დისტანციურად შეიძლება.
          ასევე  დანიშნულ დროს ვერ განხორციელდა  სასკოლო კონფერენცია, სადაც უფროსკლასელებს რეფერატები და  Powerpoint-ში მომზადებული  პრეზენტაციები უნდა წარმოედგინათ.  ეს  ნამუშევრები  გადმოგვიგზავნეს და მასწავლებელთა მონიტორინგის  ჯგუფმა ვირტუალურად განიხილა.  მოსწავლეებს პირად შეტყობინებებში   ეცნობებათ კომისიის გადაწყვეტიელება  გამარჯვებული კონკურსანტების  შესახებ.  კონკურსების ბოლო  ტური  უშუალოდ 14 აპრილს გაიმართება. ნახატებს  და კალიგრაფიულ ნამუშევრებს, ასევე  14 აპრილზე  ჩაწერილ მოგონებებს მოსწავლეები გადმოაგზავნიან  იმავე დღეს,  14 აპრილს.
          გისურვებთ წარმატებას!

Thursday, March 19, 2020

მოსწავლეთა საყურადღებო!

            დღეს  გაიმართა ონლაინშეხვედრა კონკურსში მონაწილე  მოსწავლეებთან. შეჯამდა  შესრულებული სამუშაოები. გარდა ამისა, გუნდმა სკოლის მოსწავლეებს შესთავაზა,  ჩაიწერონ  ოჯახის წევრების ან ახლობლებისგან მოგონებები  14  აპრილზე:  რა იციან?  რა გაუგიათ ან უნახავთ მათ საკუთარი თვალით? ხომ არ არიან ამ დღის მონაწილენი?
         ნამუშევრების გამოგზავნის ვადაა  5 დღე.
         ნამუშევრები უნდა გადააგზავნონ  ვორდის ფაილით ან რვეულში ჩანაწერს გადაუღონ ფოტო და ისე გამოაგზავნონ.

ნამუშევრები  იხილეთ აქ.

Friday, March 13, 2020

ყურადღება!

              როგორც იცით, შექმნილი რთული მდგომარეობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 აპრილამდე.  შესაბამისად, გადაიწევს (ალბათ) კონკურსის ვადებიც. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ  დისტანციურ მუშაობას  და მასალების მომზადებას. ნამუშევრები გადმოაგზავნეთ სკოლის თვითმმართველობაში.
             გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday, March 10, 2020

ყურადღება!

           გაცნობებთ, რომ მასალები განხილვის პროცესშია, გთხოვთ, დააჩქაროთ ნამუშევრების გადმოგზავნა,  ვისაც ჯერ არ გადმოგიგზავნიათ.

Monday, March 9, 2020

ყურადღება!

მეხუთე-მეექვსე კლასის  მოსწავლეთა საყურადღებოდ!
          შეგახსენებთ, ნახატების წარდგენის ბოლო ვადაა 16 მარტი. ნამუშევრები წარადგინეთ სკოლის თვითმმართველობაში.

Sunday, March 8, 2020

ყურადღება!

                    კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეთა საყურადღებოდ!
   
            რეფერატები უნდა გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 14 მარტისა. კონფერენცია გაიმართება 18 მარტს, 2 საათზე.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ საკონფერენციო თემატიკას:
1. ენა და საზოგადოება
2. ენათა წარმოშობა
3. ენის დაცვა-1978 წლის სტუდენტური მანიფესტაციები
4. დავიცვათ სალიტერატურო  ენის ნორმები
5.  სლენგი

რეფერატების შეფასების კრიტერიუმები:
1. მოცულობა   2-3 გვერდი--------------------1 ქულა
2.მასალის ორგანიზება      ---------------------1. ქულა
3.დავალების  გააზრება    ---------------------2 ქულა
4.საკითხის ანალიზი         ---------------------3 ქულა
5.შემოქმედებითობა(ორიგინალურობა)---1 ქულა
6. სანდოობა (წყაროები)   ----------------------1 ქულა
7.მიზნის შესაბამისი დასკვნა-----------------1 ქულა

                                                      სულ                 10  ქულა


 გისურვებთ წარმატებებს!